რუსეთში „კოვიდ-19“-ის 16 521 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 296 ინფიცირებული კი გარდაიცვალა
რუსეთში „კოვიდ-19“-ის 16 521 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 296 ინფიცირებული კი გარდაიცვალა

რუსეთში „კოვიდ-19“-ის 16 521 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 11 567-ით გაიზარდა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის შედეგად 296 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში გამოვლენილია დაინფიცირების 1 497 167 შემთხვევა, მათ შორის 1 130 818 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 25 821 გარდაიცვალა.