რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 253-მდე გაიზარდა

18:21, 20.03.2020

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 253-მდე გაიზარდა. ამის შესახებ განცხადება ახალ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში გააკეთეს.

„კოვიდ-19“ რუსეთის ცხრა რეგიონში გამოვლინდა.

„ბოლო 24-საათში რუსეთში, ქვეყნის ცხრა რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევა აღირიცხა. ამაჟამად ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 253-ია“, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.

54 ახალი შემთხვევიდან 33 მოსკოვში აღრიცხეს. ამასთან, ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, რომ საავადმყოფოდან გაეწერა შვიდი პირი

მსგავსი