რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 18 ათასს გადააჭარბა
რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 18 ათასს გადააჭარბა

რუსეთში, ოფიციალური სტატისტიკით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 18 ათასს გადააჭარბა.

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 5 218 ადამიანი დაინფიცირდა, 142 პაციენტი კი გარდაიცვალა.

შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ოფიციალური სტატისტიკით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის მილიონ 41 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 856 458 გამოჯანმრთელდა, 18 135 პაციენტი კი გარდაიცვალა.