რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა
რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა.

რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ორივე დაინფიცირებული ჩინეთის მოქალაქეა.

ტატიანა გოლიკოვამ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ჩინეთიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას დაიწყებს. ამასთან, რუსეთის ხელისუფლებამ ჩინეთის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა.

ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების გამო, 30 იანვარს რუსეთმა შორეულ აღმოსავლეთში საზღვრები ჩაკეტა.

დატოვე კომენტარი