რუსეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა

18:31, 13.03.2020

რუსეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ ახალი კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის ოპერატიულ შტაბზე დაყრნდობით ავრცელებს.

ინფიცირებულთა შორის 42 რუსეთის, ორი ჩინეთის, ერთი კი იტალიის მოქალაქეა.

შტაბის მონაცემებით, ახალგამოვლენილი შემთხვევებიდან თითქმის ყველა დაავადებული ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა იტალიაში, საფრანგეთსა და ავსტრიაში.

მათგან ერთი კი კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტით რუსეთში დაავადდა.

მსგავსი