რუსეთში კორონავირუსის 8 984 ახალი შემთხვევა დადასტურდა

12:24, 07.06.2020

რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 8 984 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 134 პაციენტი. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გასული დღის მონაცემებთან შედარებით, ფატალური შემთხვევების დღიური რიცხვი 63-ით შემცირებულია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში „კოვიდ-19“-ის 467 673 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 226 ათასი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 869 გარდაიცვალა.

მსგავსი