რუსეთში კორონავირუსის 8 371 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 174 ადამიანი კი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 371 შემთხვევა გამოვლინდა, 174 ადამიანი კი გარდაიცვალა. შესაბამისი მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში გამოვლენილია ახალი ტიპის კორონავირუსის სულ 379 051 შემთხვევა. ვირუსულ დაავადებას ქვეყანაში 4 142 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში გამოჯანმრთელებულია 150 993 პაციენტი.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით რუსეთი მსოფლიოში მესამე ადგილზეა აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ.