რუსეთში კორონავირუსის 8 173 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 338 პაციენტი
ბოლო 24 საათში, რუსეთში კორონავირუსის 8 173 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 338 პაციენტი.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
13 აპრილის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 4 მილიონ 657 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 მილიონ 281 ათასს აჭარბებს. რუსეთში ვირუსით სულ 103 601 პაციენტი გარდაიცვალა.