რუსეთში კორონავირუსის 40 096 შემთხვევა გამოვლინდა, 1 159 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში კორონავირუსის 40 096 შემთხვევა გამოვლინდა, 1 159 პაციენტი გარდაიცვალა

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 40 096 შემთხვევა გამოვლინდა, 29 318 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 1 159 პაციენტი. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

28 ოქტომბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 8 392 697 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7 272 053 პაციენტი გამოჯანმრთელდა.