რუსეთში კორონავირუსის 39 256 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 241 პაციენტი
რუსეთში კორონავირუსის 39 256 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 241 პაციენტი

ბოლო 24 საათში, რუსეთში კორონავირუსის 39 256 შემთხვევა გამოვლინდა, 33 802 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 1 241 პაციენტი.

ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

13 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 9 031 851 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7 754 764 პაციენტი გამოჯანმრთელდა.