რუსეთში კორონავირუსის 35 660 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 072 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში კორონავირუსის 35 660 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 072 პაციენტი გარდაიცვალა

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 35 660 შემთხვევა გამოვლინდა, 22 784 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 1 072 პაციენტი.

ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

24 ოქტომბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 8 241 643 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7 165 921 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დატოვე კომენტარი