რუსეთში კორონავირუსის 33 740 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 015 პაციენტი კი გარდაიცვალა
რუსეთში კორონავირუსის 33 740 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 015 პაციენტი კი გარდაიცვალა

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 33 740 შემთხვევა გამოვლინდა, 23 426 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 1 015 პაციენტი.

ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

19 ოქტომბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 8 060 752 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7 040 481 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დატოვე კომენტარი