რუსეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 28 137 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 560 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 26 118 -ით გაიზარდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია ინფიცირების 2,5 მილიონზე მეტი შემთხვევა, მათ შორის 2 085 958 გამოჯანმრთელდა, ხოლო 46 453 პაციენტი გარდაიცვალა.