რუსეთში კორონავირუსის 25 116 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 787 ინფიცირებული
რუსეთში კორონავირუსის 25 116 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 787 ინფიცირებული

რუსეთში კორონავირუსის 25 116 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს 787 ადამიანი ემსხვერპლა.

საერთო ჯამში ქვეყანას ექვს მილიონამდე ინფიცირებული და 147 655 გარდაცვლილი ჰყავს.

რუსეთი, ვირუსის გავრცელების მასშტაბით, მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს, აშშ-ის ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ.