რუსეთში კორონავირუსის 23 888 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 867 პაციენტი გარდაიცვალა

13:16, 30.09.2021

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 23 888 შემთხვევა გამოვლინდა, 18 826 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 867 პაციენტი.

ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

30 სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 7 511 026 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 6 672 767 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი