რუსეთში კორონავირუსის 21 559 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 852 პაციენტი
რუსეთში კორონავირუსის 21 559 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 852 პაციენტი

გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთში კორონავირუსის 21 559 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 17 368 პირი, ხოლო გარდაიცვალა 852 პაციენტი.

ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

25 სექტემბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 7 464 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6 635 000-ს აჭარბებს.

რუსეთში ვირუსით სულ 205 531 პაციენტი გარდაიცვალა.