რუსეთში კორონავირუსის 20 393 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში კორონავირუსის 20 393 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20 393 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 024 პირი გამოჯანმრთელდა, 601 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

25 ივნისის მონაცემებით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 347 385 შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 5 409 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 929 000-ს აჭარბებს.

რუსეთში ვირუსით სულ 132 064 პაციენტი გარდაიცვალა.