რუსეთში კორონავირუსის 18 380 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 794 პაციენტი

12:46, 09.09.2021

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 18 380 შემთხვევა გამოვლინდა, 19 639 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 794 პაციენტი. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

9 სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 7 084 284 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 6 340 151 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი