ბოლო 24 საათში, რუსეთში კორონავირუსის 11 022 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში ინფიცირებული მოქალაქეების რიცხვმა 4 მილიონ 300 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამჟამად, რუსეთში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 323 107 აქტიური შემთხვევა.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსს 441 ადამიანი ემსხვერპლა. საერთო ჯამში, პანდემიის დროს ვირუსით გამოწვეული გართულებებით რუსეთში 88 726 პაციენტი გარდაიცვალა.