რუსეთში კორონავირუსის 10 581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 5 795 მოსკოვშია
რუსეთში კორონავირუსის 10 581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 5 795 მოსკოვშია

რუსეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 10 581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსეთში კორონავირუსით საერთო ჯამში 145 268 ადამიანი დაინფიცირდა.

რუსული მედია წერს, რომ ბოლო ერთ დღეში მხოლოდ მოსკოვში კორონავირუსი 5 795 ადამიანს დაუდასტურდა. რუსეთის დედაქალაქში ინფიცირების მაჩვენებელმა 74 000-ს გადააჭარბა.

ბოლო ერთ დღეში რუსეთში „კოვიდ-19“-ით 76 ადამიანი დაიღუპა, მსხვერპლის საერთო რაოდენობა კი 1 356-მდე გაიზარდა. 18 095-მდე გაიზარდა რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რაოდენობა. ბოლო ერთ დღეში საავადმყოფოებიდან 1 456 ადამიანი გაწერეს.