რუსეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ ოპერაცია ჩატარდა
რუსეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ ოპერაცია ჩატარდა

რუსეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ ოპერაცია ჩატარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

რეიდი ციმბირის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ტიუმენში განხორციელდა. ოპერაციის დროს ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის წევრებმა ტერორისტული დაჯგუფების შესაძლო ქსელის ორი წევრის ლიკვიდაცია განახორციელეს. როგორც ცნობილია, რეიდის დროს ეჭვმიტანილებმა დანებებაზე უარი განაცხადეს და სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც ისინი ორმხრივი სროლის დროს სასიკვდილოდ დაიჭრნენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოპერაციის დროს პოლიციამ ახლომდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. როგორც ცნობილია, ეჭვმიტანილები ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები იყვნენ და თავდასხმებს გეგმავდნენ.

დატოვე კომენტარი