რუსეთში, ირკუტსკის ოლქში შავი ჭირით 28 წლის ქალი გარდაიცვალა

14:30, 04.10.2026

რუსეთში, ირკუტსკის ოლქში შავი ჭირისგან 28 წლის ქალი გარდაიცვალა. სტაციონარი, სადაც პაციენტი დაიღუპა კარანტინის რეჟიმში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებამ შეწყვიტა ახალი პაციენტების მიღება და არსებულის გაწერა.

რეგიონალური მედიის ცნობით, გარდაცვლილი  სავარაუდოდ ლაბორატორიაში მუშაობდა, სადაც 25 სექტემბერს, შავი ჭირის პათოგენის შემცველი საცდელი მილი დაუზიანდა. თუმცა, ამ ვერსიას ოფიციალური უწყებები არ ადასტურებენ.

ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 200-მდე ადამიანი კი, დაკვირვების ქვეშ იმყოფება.189-მათგანი სამ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ოლქის გუბერნატორის განცხადებით, ამ ეტაპზე იზოლაციაში მყოფთა ლაბორატორიული კვლევის შედეგები ნეგატიურია და დაავადების ნიშნები არ აღენიშნებათ.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, რუსეთში შავი ჭირის შემთხვევა ბოლოს 2016 წელს დაფიქსირდა.

მსგავსი