რუსეთში ირანის ელჩის ცნობით, მასუდ ფეზეშქიანი და ვლადიმერ პუტინი მომავალ კვირას ყირგიზეთში შეხვედრას გამართავენ

19:35, 26.08.2026

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მომავალ კვირას ყირგიზეთში შეხვედრას გეგმავენ, – ამის შესახებ „სიენენი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.

რუსეთში ირანის ელჩის, ყაზემ ჯალალის განცხადებით, ფეზეშქიანი და პუტინი ერთმანეთს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტის ფარგლებში, ბიშკეკში შეხვდებიან.

შეხვედრა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ირანმა და რუსეთმა ახალი ბირთვული ელექტროსადგურების მშენებლობის შესახებ 25 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმებას მიაღწიეს.

ჯალალის თქმით, მხარეებმა ხელი მოაწერეს „25 მილიარდი დოლარის ღირებულების მემორანდუმს“ ახალი ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის შესახებ. მისივე ინფორმაციით, სპარსეთის ყურის სიახლოვეს ახალი ბირთვული ობიექტის ასაშენებლად მიწის ნაკვეთი უკვე განსაზღვრულია.

მსგავსი