რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 228 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

13:35, 28.03.2020

რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 228 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

შედეგად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 1264-ს მიღწია. ახალი შემთხვევები ქვეყნის 62 რეგიონში გამოვლინდა, თუმცა დიდი ნაწილი – 114 ინფიცირებულის სახით, მოსკოვში.

გამოჯანმრთელდა 49 ადამიანი.

კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, რუსეთში დღეიდან 6 აპრილის ჩათვლით უქმე დღეებია გამოცხადებული.

ყველაზე მკაცრი ზომები მიღებულია მოსკოვში. სადაც დახურულია რესტორნები და კვების სხვა ობიექტები, ასევე – ქალაქში მდებარე პარკები, მაღაზიები, გარდა სასურსათო მარკეტებისა, სავაჭრო ცენტრები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ღამის კლუბები, ბიბლიოთეკები, სილამაზის სალონები, სტომატოლოგიური კლინიკები და კინოთეატრები.

ამას გარდა, მოსკოვში 65 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის ქუჩაში გასვლა აკრძალულია.

მსგავსი