რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 40 735 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 1 192 ადამიანი დაიღუპა

12:27, 05.11.2021

რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 40 735 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 1 192 ადამიანი დაიღუპა. რუსეთში ბოლო რამდენიმე დღეა, ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 1000-ზე მაღალია.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, რუსეთში „კოვიდ-19“-ის 8 714 595 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 244 447 ადამიანი.

მსგავსი