რუსეთში ძალაში შევიდა კანონები ყალბი ახალი ამბების გავრცელებისა და სახელმწიფოს შეურაცხყოფის შესახებ

18:34, 29.03.2019

დღეიდან რუსეთში ძალაში შევიდა კანონები ყალბი ახალი ამბების გავრცელებისა და სახელმწიფოს შეურაცხყოფის შესახებ.

ახალი შეზღუდვები მხოლოდ ონლაინ-მედიას ეხება და არ ვრცელდება ტრადიციულ მედიასაშუალებებზე.

კანონების დარღვევა ფულად ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

რუსეთის პრეზიდენტმა კანონებს 18 მარტს მოაწერა ხელი.

უფლებადამცველები ახალ კანონებს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ რუსეთის ხელისუფლება ამგვარად სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ეცდება.

მსგავსი