რუსეთში დღეს მუნიციპალური არჩევნები იმართება
რუსეთში დღეს მუნიციპალური არჩევნები იმართება

რუსეთში დღეს მუნიციპალური არჩევნები იმართება. რუსეთის მოქალაქეები გუბერნატორებს, მერებს და საკრებულოს წევრებს აირჩევენ. 22 რეგიონის მეთაურს და მოსკოვის მერსაც პირდაპირი წესით ირჩევენ. საარჩევნო უბნები რეგიონების უმეტესობაში უკვე გაიხსნა. სოციოლოგები ამომრჩეველთა დაბალ აქტივობას პროგნოზირებენ. მათივე განცხადებით, ყველაზე დაძაბული არჩევნები მოსალოდნელია ვალდიმირის ოლქში, ხაკასიაში და ხაბაროვსკის მხარეში, სადაც მოქალაქეები ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან, თუმცა ოპოზიციის წევრები შედარებით სუსტად გამოიყურებიან.

დღესვე რუსეთში დაგეგმილია საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეებიც ქვეყანაში დაგეგმილ საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამოდიან. გამოსვლების ორგანიზატორი ალექსეი ნავალნია. მიტინგები დაგეგმილია რუსეთის 80-ზე მეტ ქალაქში. მოსკოვში დემონსტრანტები ქუჩებში მერიასთან შეუთანხმებლად გავლენ. აქციის გამართვის ნებართვა მხოლოდ სანკ- პეტერბურგის და ჩემოკსარის მერიამ გასცა. თავად ნავალნი მიტინგზე არ გამოჩნდება, რადგან ის 30 დღით პატიმრობაში იმყოფება.