რუსეთში დანიის საელჩომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზებთან დაკავშირებით განაცხადების მიღება შეაჩერა
რუსეთში დანიის საელჩომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზებთან დაკავშირებით განაცხადების მიღება შეაჩერა

რუსეთში დანიის საელჩომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზებთან დაკავშირებით განაცხადების მიღება შეაჩერა. აღნიშნულის შესახებ რუსეთში დანიის საელჩო წერს.

„რუსეთში დანიის სამეფოს საელჩო დანიაში მოკლევადიანი ვიზებისა და ბინადრობის ნებართვის მისაღებად აჩერებს განცხადებების მიღებას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, გარდა ოფიციალური ვიზიტებისა“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

დიპლომატიური წარმომადგენლობის ცნობით, დანიაში ვიზისა და ბინადრობის ნებართვის მისაღებად რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ სხვა ქვეყნების სავიზო ცენტრებს.

დანიის საელჩოში დოკუმენტების მიღების შეჩერების მიზეზებს არ აკონკრეტებენ.