რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 789 ადამიანი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 789 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 789 ადამიანი გარდაიცვალა. ხელისუფლების ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო 24 საათში რუსეთში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 22 804 პირს.

პირველი აგვისტოს მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 6 288 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5 625 000-ს აჭარბებს.

რუსეთში პანდემიის პერიოდში ვირუსით სულ 159 352 პაციენტი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი