რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 788 ადამიანი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 788 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 788 ადამიანი გარდაიცვალა. ხელისუფლების ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო 24 საათში რუსეთში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 22 010 პირს.

პირველი აგვისტოს მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 6 334 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5 659 000-ს აჭარბებს.

რუსეთში პანდემიის პერიოდში ვირუსით სულ 160 925 პაციენტი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი