რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 22 420 ადამიანი დაინფიცირდა, 798 კი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 22 420 ადამიანი დაინფიცირდა, 798 კი გარდაიცვალა

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 798 ადამიანი გარდაიცვალა. ხელისუფლების ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო 24 საათში რუსეთში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 22 420 პირს.

28 ივლისის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 6 195 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5 547 000-ს აჭარბებს.

რუსეთში პანდემიის პერიოდში ვირუსით სულ 156 178 პაციენტი გარდაიცვალა.