რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 23 704 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 783 პაციენტი
რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 23 704 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 783 პაციენტი

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 23 704 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 22 584 პირი.

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყნაში კორონავირუსით 783 პაციენტი გარდაიცვალა.

ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 6 030 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5 404 000-ს აჭარბებს.

რუსეთში ვირუსით სულ 150 705 პაციენტი გარდაიცვალა.