რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 6 595 ადამიანი დაინფიცირდა, 149 პაციენტი კი გარდაიცვალა

11:47, 24.09.2020

რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 6 595 შემთხვევა გამოვლინდა, 149 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლის შტაბში ავრცელებენ.

რუსეთში პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ვირუსის ერთი მილიონ 128 ათას 836 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 929 829 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 948 კი გარდაიცვალა.

მსგავსი