რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 539 ადამიანი გარდაიცვალა
რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 539 ადამიანი ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსი 16 643 ადამიანს დაუდგინდა. დღეისათვის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა ნახევარ მილიონს აღწევს.
ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, რუსეთში აღრიცხულია ინფიცირების 3.8 მილიონი შემთხვევა, მათ შორის ვირუსი ლეტალური აღმოჩნდა 74 158 ადამიანისთვის.