რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 5 529 ადამიანი დაინფიცირდა, 150 პაციენტი კი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 5 529 ადამიანი დაინფიცირდა, 150 პაციენტი კი გარდაიცვალა

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 5 529 ადამიანი დაინფიცირდა, 150 პაციენტი კი გარდაიცვალა.

შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ოფიციალური სტატისტიკით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის მილიონ 73 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 884 305 გამოჯანმრთელდა, 18 785 პაციენტი კი გარდაიცვალა.