რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 402 ადამიანი დაინფიცირდა, 569 პაციენტი კი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 402 ადამიანი დაინფიცირდა, 569 პაციენტი კი გარდაიცვალა

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 569 ინფიცირებული გარდაიცვალა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში რუსეთში „კოვიდ-19“-ის 26 402 შემთხვევა დადასტურდა. შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, პირველი დეკემბერი მონაცემებით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 2.3 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მილიონ 803 ათასს აჭარბებს, 40 464 პაციენტი კი გარდაიცვალა.

 

დატოვე კომენტარი