რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 958 ადამიანი დაინფიცირდა, 805 პაციენტი კი გარდაიცვალა

12:56, 17.08.2021

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გამოწვეულ დაავადებას 805 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას კორონავირუსულ ინფექციასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში რუსეთში გამოვლინდა ვირუსის 20 958 შემთხვევა. სულ კი პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში ვირუსი დაუდასტურდა 6 642 559 ადამიანს, მათგან 172 110 გარდაიცვალა.

მსგავსი