რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 341 ადამიანი დაინფიცირდა, 789 პაციენტი კი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 341 ადამიანი დაინფიცირდა, 789 პაციენტი კი გარდაიცვალა

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 789 ადამიანი გარდაიცვალა. ხელისუფლების ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო 24 საათში რუსეთში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 18 341 პირს, 17 121 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

10 სექტემბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 7 102 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6 357 000-ს აჭარბებს.

რუსეთში პანდემიის პერიოდში ვირუსით სულ 191 165 პაციენტი გარდაიცვალა.