რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 493 ადამიანი დაინფიცირდა, 191 პაციენტი კი გარდაიცვალა

12:39, 08.10.2020

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ მზარდია რუსეთში. ოფიციალური სტატისტიკით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“ 11 493 ადამიანს დაუდასტურდა, 191 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 8 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის მილიონ 260 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ერთ მილიონს აჭარბებს, 22 056 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მსგავსი