რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 699 შემთხვევა გამოვლინდა, 443 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 699 შემთხვევა გამოვლინდა, 443 პაციენტი გარდაიცვალა

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 699 შემთხვევა გამოვლინდა, 443 პაციენტი გარდაიცვალა.

ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

19 მარტის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 4 437 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 049 000-ს აჭარბებს.

ამასთან, რუსეთში ვირუსით სულ 94 267 პაციენტი გარდაიცვალა.