რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 380 შემთხვევა გამოვლინდა, 392 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 380 შემთხვევა გამოვლინდა, 392 პაციენტი გარდაიცვალა

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 380 შემთხვევა გამოვლინდა, 9 349 პირი გამოჯანმრთელდა, 392 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

13 მაისის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 4 მილიონ 913 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 მილიონ 527 ათასს აჭარბებს. რუსეთში ვირუსით სულ 114 723 პაციენტი გარდაიცვალა.