რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 135 პაციენტი
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 135 პაციენტი

რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 6 611 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 1 907 ასიმპტომურია. რუსეთში 135-ით გაიზარდა ლეტალური შემთხვევების რიცხვიც.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში „კოვიდ-19“-ით 10 296 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-სგან 3 579 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

განახლებული მონაცემებით, ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 454 329-ს აღწევს. რუსეთში გამოვლენილია ინფიცირების 687 862 შემთხვევა.