რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 102 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 129 ადამიანი
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 102 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 129 ადამიანი

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 129 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ინფიცირების 5 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ოფიციალური სტატისტიკით, 12 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 902 701 შემთხვევაა აღრიცხული, მათ შორის 710 298 გამოჯანმრთელდა. რუსეთში კორონავირუსით 15 260 ადამიანი გარდაიცვალა.