რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 37 930 შემთხვევა გამოვლინდა, 1 069 პაციენტი კი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 37 930 შემთხვევა გამოვლინდა, 1 069 პაციენტი კი გარდაიცვალა

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 37 930 შემთხვევა გამოვლინდა, 20 690 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 1 069 პაციენტი. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

25 ოქტომბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 8 279 573 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7 186 611 პაციენტი გამოჯანმრთელდა.