რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 36 339 შემთხვევა გამოვლინდა, 1 036 პაციენტი კი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 36 339 შემთხვევა გამოვლინდა, 1 036 პაციენტი კი გარდაიცვალა

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ხელისუფლების ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 1 036 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში რუსეთში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 36 339 პირს, 28 895 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

21 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 8 131 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 7 091 000-ს აჭარბებს.

რუსეთში პანდემიის პერიოდში ვირუსით სულ 227 389 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 47 მილიონი ადამიანი.

დატოვე კომენტარი