რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 33 860 შემთხვევა გამოვლინდა, 1 209 პაციენტი კი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 33 860 შემთხვევა გამოვლინდა, 1 209 პაციენტი კი გარდაიცვალა

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 33 860 შემთხვევა გამოვლინდა, „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 1 209 ადამიანი.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 27 700 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

28 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 9 604 233 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 8 295 811 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დატოვე კომენტარი