რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 31 299 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 986 ადამიანი

13:06, 14.10.2021

რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 986 ადამიანი გარდაიცვალა. ეს პანდემიის განმავლობაში რუსეთში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

ხელისუფლების ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო 24 საათში რუსეთში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 31 299 პირს, 21 670 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

14 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 7 892 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6 937 000-ს აჭარბებს.

რუსეთშcoი პანდემიის პერიოდში ვირუსით სულ 220 315 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი