რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 24 471 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 796 პაციენტი

13:53, 22.07.2021

რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 24 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 22 660 პირი.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნაში კორონავირუსით 796 პაციენტი გარდაიცვალა.

ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

22 ივლისის მონაცემებით ქვეყანაში 475 753 პაციენტი გადის მკურნალობას.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 6 054 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5 427 000-ს აჭარბებს. რუსეთში ვირუსით სულ 151 501 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი