რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 21 058 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 790 პაციენტი

13:07, 19.08.2021

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 21 058 შემთხვევა გამოვლინდა, 24 017 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“- ით გარდაიცვალა 790 პაციენტი. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

19 აგვისტოს მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 6 684 531 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 5 963 054 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი