რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 18 891 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 796 პაციენტი

12:46, 11.09.2021

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 18 891 შემთხვევა გამოვლინდა, 17 888 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 796 პაციენტი.

ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

11 სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 7 121 516 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 6 375 160 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი